როგორც მაცნობეს ანსამბლის წევრის ავადმყოფობის გამო ტრიო სამწუხაროდ ვეღარ შეასრულებს ქართულ სიმღერებს 24 ოქტომბერს.
ჯანმრთელობას ვუსურვებთ ანსამბლის სამივე წევრს.
როგორც მაცნობეს ანსამბლის წევრის ავადმყოფობის გამო ტრიო სამწუხაროდ ვეღარ შეასრულებს ქართულ სიმღერებს 24 ოქტომბერს.
ჯანმრთელობას ვუსურვებთ ანსამბლის სამივე წევრს.
Posted in Uncategorized
Ensemble Giorgi
Petter Simonsen, Svend Waage, Beka Sebiskveradze
Bli med på en musikalsk reise til Georgia i Kaukasus.
Opplev de eldgamle georgiske sangene med stemninger som spenner fra det intime og
lyriske til det kraftfulle og dramatiske.
Billetter kr 150
fri entre for barn/unge t.o.m. 12 år
დღეს სათვისტომოს ახალ ოფისში ნორვეგიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით შედგა ქართველთა შეხვედრა.
ოფისი გამოგვიყო Bjerke ს რაიონმა. ის ჩვენს განკარგულებაში იქნება ყოველ კვირას, 12-დან 16:00 საათამდე.
სამწუხაროდ გვიან გაირკვა, რომ 58 და 59 ნომერი ავტობუსები, რომლებიც Vollebekkveien-ზე ჩერდებიან კვირაობით არ დადიან. ბოდიშს ვუხდით თუ ვინმეს ამ არასწორი ინფორმაციის გამო სირთულეები შეექმნა მოსვლასთან დაკავშირებით. მეტროს რაც შეეხება დაახლოებით ერთი და იგივე სასიარულო მანძილია როგორც Risløkka-დან, ასევე Vollebekk-ის გაჩერებიდან. თუმცა ჩემი აზრით Risløkka-დან უფრო მოკლე მანძილია. ასევე მგზავრობა შეიძლება 60 ნომერი ავტობუსით, რომელიც ქალაქის ცენტრშიც გაივლის. გაჩერების სახელია Økerbråten – აქედან 5 წუთის სავალია სათვისტომოს ოფისამდე.
შეხვედრამ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ბავშვებისთვის ქართული ენის და კულტურის სწავლების პროექტებზე. ასევე ოფიციალურად რამოდენიმე ახალი წევრი შეემატა სათვისტომოს.
შეხვედრაზე მშობლებთან ერთად იყვნენ ბავშვებიც, რომლებმაც საკუთარი ნახატებით გაგვილამაზეს შეხვედრის დარბაზი და საერთოდ არ მოუწყენიათ იმ რამოდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც უფროსები მაგიდის გარშემო ისხდნენ და საუბრობდნენ.
ოფისი ღია იქნება ყოველ კვირას 12:00-დან 16:00-მდე. ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა და სხვებთან შეხვედრა.
ასე გამოიყურება შენობა სადაც ნორვეგიის ქართულ სათვისტომოს გამოყოფილი აქვს დარბაზი:
ნაწყვეტი ჩვენი შეხვედრიდან:
ჩამოყალიბდება ჯგუფები:
ვისაც სურვილი გაქვთ გთხოვთ მოგვაწოდოთ მონაცემები თქვენი ბავშვების შესახებ შესაბამის ჯგუფში მათ მოსათავსებლად.
ჯგუფებს უხელმძღვანელებენ პედაგოგები, მაგრამ ასევე ვეძებთ მსურველებს, რომლებიც თვეში ერთხელ დაუთმობენ დროს ბავშვებს და ჩაუტარებენ გაკვეთილებს ქართულ კულტურაში ჩვენს სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, რომლებსაც მოგვაწოდა საემიგრაციო დეპარტამენტმა საქართველოდან.
Posted in Uncategorized
29 მარტს, კვირა დღეს, დღის 12 საათზე შედგება ქართული სათვისტომოს შეკრება მისამართზე Brobekkveien 53, 0598 Oslo.
კოლექტიური ტრანსპორტი:
ავტობუსები 58, 59 და 60. ავტობუსის გაჩერება Vollebekkveien. მეტროს ხაზი 5, გაჩერება Risløkka.
ავტომობილით მომსვლელებს ეკუთვნით უფასო პარკინგი Brobekkveien 57 ში.
შეხვედრაზე დასწრება შეზღუდული არ არის. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეხვედრაზე არაფორმალურ გარემოში ვისაუბრებთ სათვისტომოს სამომავლო გეგმების, პროექტების და მომავალი შეხვედრების შესახებ. გთხოვთ ვისთანაც ხელი მიგიწვდებათ შეატყობინოთ შეკრების თაობაზე.
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე: georgiskeforeningen@gmail.com
Posted in Uncategorized
ქართულმა სათვისტომომ ნორვეგიის სამეფოში გახსნა ბლოგი
ასევე მიმდინარეობს მუშაობა სათვისტომოს ვებ გვერდზე, რომელსაც იხილავთ მისამართზე http://georgisk.com