დღეს სათვისტომოს ახალ ოფისში ნორვეგიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით შედგა ქართველთა შეხვედრა.
ოფისი გამოგვიყო Bjerke ს რაიონმა. ის ჩვენს განკარგულებაში იქნება ყოველ კვირას, 12-დან 16:00 საათამდე.
სამწუხაროდ გვიან გაირკვა, რომ 58 და 59 ნომერი ავტობუსები, რომლებიც Vollebekkveien-ზე ჩერდებიან კვირაობით არ დადიან. ბოდიშს ვუხდით თუ ვინმეს ამ არასწორი ინფორმაციის გამო სირთულეები შეექმნა მოსვლასთან დაკავშირებით. მეტროს რაც შეეხება დაახლოებით ერთი და იგივე სასიარულო მანძილია როგორც Risløkka-დან, ასევე Vollebekk-ის გაჩერებიდან. თუმცა ჩემი აზრით Risløkka-დან უფრო მოკლე მანძილია. ასევე მგზავრობა შეიძლება 60 ნომერი ავტობუსით, რომელიც ქალაქის ცენტრშიც გაივლის. გაჩერების სახელია Økerbråten – აქედან 5 წუთის სავალია სათვისტომოს ოფისამდე.
შეხვედრამ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ბავშვებისთვის ქართული ენის და კულტურის სწავლების პროექტებზე. ასევე ოფიციალურად რამოდენიმე ახალი წევრი შეემატა სათვისტომოს.
შეხვედრაზე მშობლებთან ერთად იყვნენ ბავშვებიც, რომლებმაც საკუთარი ნახატებით გაგვილამაზეს შეხვედრის დარბაზი და საერთოდ არ მოუწყენიათ იმ რამოდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც უფროსები მაგიდის გარშემო ისხდნენ და საუბრობდნენ.
ოფისი ღია იქნება ყოველ კვირას 12:00-დან 16:00-მდე. ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა და სხვებთან შეხვედრა.
ასე გამოიყურება შენობა სადაც ნორვეგიის ქართულ სათვისტომოს გამოყოფილი აქვს დარბაზი:
ნაწყვეტი ჩვენი შეხვედრიდან:
გადაწყდა, რომ სათვისტომოს ოფისში იფუნქციონირებს საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის.
ჩამოყალიბდება ჯგუფები:
- 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები – დედაენის ჯგუფი;
- 8-13 წლამდე – ქართული ლიტერატურისა და კულტურის ჯგუფი;
- 13-17 წლამდე – ქართული კულტურის ჯგუფი.
ვისაც სურვილი გაქვთ გთხოვთ მოგვაწოდოთ მონაცემები თქვენი ბავშვების შესახებ შესაბამის ჯგუფში მათ მოსათავსებლად.
ჯგუფებს უხელმძღვანელებენ პედაგოგები, მაგრამ ასევე ვეძებთ მსურველებს, რომლებიც თვეში ერთხელ დაუთმობენ დროს ბავშვებს და ჩაუტარებენ გაკვეთილებს ქართულ კულტურაში ჩვენს სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, რომლებსაც მოგვაწოდა საემიგრაციო დეპარტამენტმა საქართველოდან.